პროგრამის აღწერილობა:
პროგრამა დიფერენცირებული ხუთ კურსად, სასწავლო მოდულების განსხვავებული კომპლექტაციით, ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა პერსონალისთვის - ექიმებისათვის, ექთნებისათვის, უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის, ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მენეჯერებისთვის.

ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი:
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია COVID-19 პაციენტების მიმღები სტაციონარული დაწესებულებების,  ცხელების ცენტრების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრების, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურების, კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრებისა და ლაბორატორიების, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და ჰოსპიტალური სექტორის, ნებისმიერი სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო, აგრეთვე ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

სასწავლო პროგრამის გავლის შედეგი: 
სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა სპეციალისტებს, განუმტკიცდებათ თეორიული ცოდნა  და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დამოუკიდებლად შეძლებენ სტანდარტული და გადაცემის გზებზე დაფუძნებული უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებას და დანერგვას პრაქტიკულ მუშაობაში, მართვას და ადმინისტრირებას.

კრედიტ სათებისა და ქულების საერთო რაოდენობა: (განისაზღვრება აკრედიტაციის გავლის შემდეგ)

სავალდებულო მოდულების რაოდენობა:
სავალდებულო მოდულების რაოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა კურსისათვის და შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის გვერდზე. ასევე, აირჩიოთ და გაიაროთ ნებაყოფლობითი მოდულები.

კურსის გავლისა და სერტიფიკატის მინიჭების პირობები: 
კურსის ფარგლებში, ყველა სავალდებულო მოდულის გავლის შემთხვევაში, მსმენელს მიენიჭება, კურსის გავლის დამადასტურებელი შემაჯამებელი სერტიფიკატი.

ჯამური სერტიფიკატი წარმოადგენს PDF ფაილს,  სადაც მსმენელის პერსონალურ მონაცემებთან ერთად დაფიქსირებულია გავლილი მოდულების ჩამონათვალი და მინიჭებული კრედიტ-საათების/ქულების რაოდენობა.

მსმენელს, აქვს შესაძლებლობა ხელახლა გაიაროს/გადააბაროს გავლილი მოდული ანდ/და კურსი შეუზღუდავად, შესაბამისი მოდულის/კურსის მოქმედების ერთწლიანი ინტერვალის განმავლობაში.

ინფორმაცია კურსის ექსპერტ-ტრენერების შესახებ:

ინფორმაციას კურსის ექსპერტ-ტრენერების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული სასწავლო მოდულის მიხედვით და ასევე, მიმართოთ მათ შეკითხვებით ან/და კონსულტაციისათვის, მოდულის ფანჯარაში არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით.